www.madridreal.do.am
ნავიგაცია

 
ვიდეოები [16]
სურათები [14]
სტატიები [145]
web მასტერებს [3]

გამოკითხვა
რომელი პოზიცია მოგწონთ რეალში?
სულ პასუხი: 179

გამოკითხვა

ძიება საიტზე

რეკლამა საიტზე



 

 

მთავარი » 2009 » დეკემბერი » 18 » სანტიაგო სოლარის "ოცნების გუნდი"


8:48 AM

სანტიაგო სოლარის "ოცნების გუნდი"


მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა სანტიაგო სოლარიმ მსოფლიო ჩემპიონატის წინ თავის "ოცნების გუნდზე" ისაუბრა.

მეკარე:

ბუფონი უბრალოდ შეუდარებელია. ის საუკეთესო მეკარეა მსოფლიოში.

მცველები:

რობერტო კარლოსი: საოცარი ფეხბურთელი. როგორც ფიზიკურად, ასევე ტექნიკურად შეუდარებელი. ერთ–ერთი საუკეთესო მცველი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში. ვამაყობ, რომ "რეალში" მის გვერდით ვთამაშობდი.

ფერნანდო იერო: უდიდესი კარიერის და ტიტულების მფლობელი.

მალდინი: ის იდეალური მცველი იყო. სამაგალითოა ყველასთვის.

კაფუ: დიდებული ფლანგური მცველი. ტიპიური ბრაზილიელი.

ნახევარმცველები:

ზიდანი: ოსტატი, შეუდარებელი, მოედანზე რაც სურდა, იმას აკეთებდა. ყველასგან გამორჩეული იყო.

რაიკარდი: ყველა საუბრობდა გულიტის და ვან ბასტენის "მილანზე", მაგრამ რაიკაარდის გარეშე ისინი ვერაფერს მიაღწევდნენ.

რედონდო: ფეხბურთის მოყვარულებს ძალიან მოსწონდათ. არაჩვეულებრივი ტექნიკის მფლობელი.

ფიგუ: ფეხბურთელი, რომელსაც შეეძლო მეტოქის დესტაბილიზება, რასაც სხვა ვერ გააკეთებდა.

თავდამსხმელები:

რონალდო: შეუჩერებელი გოლეადორი. ის მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესო ფორვარდია. რონალდო ნამდვილი "ფენომენია".

რაული: "რეალის" სიმბოლო და ყველასთვის სამაგალითო. მოედანზე ძალიან ეშმაკია და შესანიშნავად არჩევს პოზიციას.

მწვრთნელი:

რაიკაარდი: მან "ბარსელონას" სიცოცხლე დაუბრუნა. მის გარეშე კატალონიელები ვერაფერს მიაღწევდნენ.

მიმაგრება:

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 804 | დაამატა: ANDRO-real | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0

 

სულ კომენტარები: 0

 

სახელი *:
Email *:
კოდი *:

 

 

შესვლის ფორმა
შენი ლინკი   აქ !!!
რეკლამა საიტზე




 

Free web hosting - uCoz