ნავიგაცია |
|
გამოკითხვა |
|
ჩათი |
|
ძიება საიტზე |
|
რეკლამა საიტზე |
| |
"ტენერიფესთან" გამანადგურებელი ანგარიშით 1-5 მოგების შემდეგ, მანუელ პელეგრინიმ ფეხბურთელებს ორი დღე მისცა დასასვენებლად. შესაბამისად, გუნდი ვარჯიშს სამშაბათს განაახლებს, მაგრამ ის ამას მთელი შემადგენლობით ვერ შეძლებს, რადგან "რეალის" 10 ფეხბურთელი კვირის შუა დღეებში მიიღებენ მონაწილეობას ამხანაგურ თამაშებში, თავიანთ ნაკრებებთან ერთად.
|
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, ზინედინ ზიდანმა, მარკო მატერაცისთან 2006 წლის მუნდიალის ფინალურ შეხვედრაში მომხდარ ცნობილ ინციდენტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ურჩევნია, მოკვდეს, ვიდრე იტალიელს ბოდიში მოუხადოს.
|
ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ, ინგლისის ჩემპიონატში მადრიდის ”რეალის” 4 ყოფილი ფეხბურთელი, მიჩელ სალგადო (”ბლექბერნი”), მაიკლ ოუენი (”მანჩესტერი”), ჯონათან ვუდგეიტი (”ტოტენჰემი”) და ნიკოლას ანელკა (”ჩელსი”) იღებენ მონაწილეობს. ამ სტატიაში სწორედ მათზე ვისაბურებთ...
|
მარსელოს გონსალო იგუაინის მისამართით გაკეთებული საგოლე გადაცემა, რომელსაც წინ ზინედინ ზიდანის გენიალური ფინტის მსგავსი ცრუ მოძრაობა უძღოდა, ბრაზილიელისთვის ამ სეზონში მეშვიდე, კონკრეტულად "პიპიტას" მისამართით კი მეხუთე აღმოჩნდა, რამაც ის "ლა ლიგაში" გუნდის საუკეთესო ასისტენტად აქცია.
|
მადრიდის "რეალის" დღევანდელი ვარჯიში ეროვნულ ნაკრებში გამოძახების გამო თერთმეტმა ფეხბურთელმა გამოტოვა. მანუელ პელეგრინი მათ გამოყენებას ხუთშაბათამდე ვერ შეძლებს, თუმცა, მიუხედავად ამისა, "სევილიასთან" მატჩისთვის მზადება ნაკრებს მიღმა დარჩენილმა მოთამაშეებმა ჩვეულ ტემპში განაგრძეს. გუნდთან ერთად არ უვარჯიშიათ ქარიმ ბენზემას, დრენტესა და პეპეს, რომლებიც მომზადებას დარბაზში გადიოდნენ.
|
ზედიზედ მეხუთე წელია, მადრიდის "რეალი" მსოფლიოს საუკეთესო კლუბთა შორის ყველაზე შემოსავლიანის ტიტულს არავის უთმობს. Deloitte Money Football League –ის წლევანდელი მონაცემებით "ბლანკოსის" მოგებამ € 401.4 მილიონი შეადგინა, რითაც ის გახდა ერთადერთი კლუბი ისტორიაში, რომელმაც € 400 მლნ –ის ზღვარს გადააბიჯა.
|
ევროპის ერთ-ერთი მრისხანე ფორვარდი, გონსალო იგუაინი L'Equipe-ს მიერ გამოქვეყნებულ ტურის ევროპულ გუნდში მოხვდა. ეს გამოიწვია შაბათს "ტენერიფეს" წინააღმდეგ მისმა კარგმა თამაშმა და გატანილმა ორმა გოლმა.
|
Liverpool Schoolboys-მა მადრიდის "რეალი" გუშინ, 2:1-ით გააოცა.გუშინ, მადრიდში, კერძოდ კი ვალდებებასზე, მადრიდის "რეალის" და "ლივერპულის" თერთმეტ წლამდე ბავშვთა გუნდების მატჩი გაიმართა, რომელიც სტუმრებმა მოიგეს. პატარა წითლებმა შესანიშნავად დაიწყეს და დაამთავრეს ეს დასამახსოვრებელი მატჩი.
|
მინდა შემოგთავაზოთ კაკას გოლები მილანში . გადაწერეთ და ისიამოვნეთ ამ გოლებით .
|
პორტუგალიის ეროვნული ნაკრები ემზადება ჩინეთის ეროვნული ნაკრებთან მატჩისთვის და ეს პატარა პაუზა, ესპანურმა სპორტულმა გამოშვებამ, AS-მ გამოიყენა და გაესაუბრა მადრიდის "რეალისა" და პორტუგალიის ნაკრების ვარსკვლავს, კრიშტიანუ რონალდუს.
| |
|
პროფილი |
|
შენი ლინკი აქ !!! |
|
რეკლამა საიტზე |
|
|