მადრიდის "რეალის" ერთ-ერთმა ლიდერმა ხოსე მარია გუტიერესმა ტრავმის გამო რამდენიმე მატჩი გამოტოვა. თუმცა მან უკვე მოირჩინა ტრავმა, რის გამოც პელეგრინმა იგი "სევილიას" წინააღმდეგ განაცხადში შეიყვანა. სანამ გუტი დაშავდებოდა შესანიშნავ სათამაშო ფორმაში იმყოფებოდა. იმ შემთხვევაში, თუ "ბერნაბეუზე" გუტის ვიხილავთ, ეს "დალაქებისთვის" კარგის მომტანი არ უნდა იყოს... ყოველშემთხვევაში ისტორია ამას გვიქადის...
მიმაგრება: |