"ტენერიფესთან" გამანადგურებელი ანგარიშით 1-5 მოგების შემდეგ, მანუელ პელეგრინიმ ფეხბურთელებს ორი დღე მისცა დასასვენებლად. შესაბამისად, გუნდი ვარჯიშს სამშაბათს განაახლებს, მაგრამ ის ამას მთელი შემადგენლობით ვერ შეძლებს, რადგან "რეალის" 10 ფეხბურთელი კვირის შუა დღეებში მიიღებენ მონაწილეობას ამხანაგურ თამაშებში, თავიანთ ნაკრებებთან ერთად.
მიმაგრება: |