1897 წლის დასაწყისში ახალგაზრდა სტუნდეტებმა სპორტული ჯგუფის ჩამოყალიბება გადაწყვიტეს და მას "საფეხბურთო კლუბი ცა" უწოდეს, მაგრამ სულ ცოტა ხანში, უთანხმოების ნიადაგზე, "ცა" მოთამაშეთა მნიშვნელოვანმა ჯგუფმა დატოვა. მათ შორის იყო ხულიან პალასიოსიც, რომელიც ყოფილ თანამოაზრეებთან გამიჯნულებს ლიდერობდა. სწორედ ამ ადამიანმა, 50 სხვა წევრთან ერთად, დაარსა "საფეხბურთო კლუბი მადრიდი". 1902 წლის 6 მარტს, არჩევნების შედეგად, "მადრიდის" ბორდის წევრებმა პრეზიდენტად ხუან პადროსი აირჩიეს და კლუბის წესდება შეიმუშავეს. იმავე წლის 18 აპრილს, მათ დოკუმენტი ოფიციალურ პირებს წარუდგინეს, 22 აპრილს კი, პროვინციის გუბერნატორმა, ხოსე სანჩეს–გერამ, ის ოფიციალურად დაადასტურა.
მიმაგრება: |