მადრიდის "რეალის" დღევანდელი ვარჯიში ეროვნულ ნაკრებში გამოძახების გამო თერთმეტმა ფეხბურთელმა გამოტოვა. მანუელ პელეგრინი მათ გამოყენებას ხუთშაბათამდე ვერ შეძლებს, თუმცა, მიუხედავად ამისა, "სევილიასთან" მატჩისთვის მზადება ნაკრებს მიღმა დარჩენილმა მოთამაშეებმა ჩვეულ ტემპში განაგრძეს. გუნდთან ერთად არ უვარჯიშიათ ქარიმ ბენზემას, დრენტესა და პეპეს, რომლებიც მომზადებას დარბაზში გადიოდნენ.
მიმაგრება: |