ცნობილი alé Guti, Guti alé, რომელიც "სანტიაგო ბერნაბეუზე" შეკრებილმა პუბლიკამ დიდი ხნის წინ საკუთარ აღზრდილ კაპიტანს მიუძღვნა, ლეგენდარულ სტადიონზე შესაძლოა, კიდევ ერთხელ შაბათს, "სევილიას" წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში აჟღერდეს. ხოსე მარია გუტიერესი უკვე სრულიად ჯანმრთელია და, თუ ყველაფერი რიგზე წარიმართა, მანოლო ხიმენესის შეგირების წინააღმდეგ მოედანზე გამოსვლასაც შეძლებს.
მიმაგრება: |