დღეს მადრიდის "რეალმა" დაიწყო "ვალიადოლიდის" წინააღმდეგ მატჩისათვის მზადება და პირველი ვარჯიში გამართა, "ლიონთან" მარცხის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ დღეს მანუელ პელეგრინიმ ფეხბურთელები არ დაასვენა და მატჩის მეორე დღესვე დაიწყო მზადება მომდევნო შეხვედრისათვის. დღევანდელ ვარჯიშზე გუტი, რაული, რონალდუ და იგუაინი შეუერთდნენ დრენტეს პეპესა და ბენზემას დარბაზში და მათთან ერთად ივარჯიშეს. კასილასმა, რამოსმა, ალბიოლმა, გარაიმ, არბელოამ, ლასანამ და კაკამ რამოდენიმე წრე დაარტყეს სტადიონს, ხოლო გრანერო ამ დროს დანარჩენ ფეხბურთელებთან : მეტცელდერთან, ვან დერ ვაარტთან, ალონსოსთან, გაგოსთან, მარსელოსთან, და დიარასთან ერთად ვარჯიშობდა ბურთთან ერთად. დუდეკმა და ადანმა კი მეკარეების მწვრთნელთან ივარჯიშეს.
მიმაგრება: |