მოკლედ, არ უნდა ეხლა ამას ბევრი ლაპარაკი (მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ სრულიადაც არ მხიბლავს იკერ კასილასზე აუგის თქმა), ასეა თუ ისე მე–2 სადაბადებისდღეო საჩუქარიც მივიღეთ „სევილიელთა" მხრიდან 52–ე წუთზე (ცოტა დააგვიანდათ, მაგრამ ეპატიებათ)... ეს იყო და ეს... ამის შემდეგ მოედანზე მხოლოდ ერთი კლუბი ბრწყინავდა და ეს ნამდვილად არ ყოფილა „სევილია". ეს იყო მეფე „მადრიდის რეალი"....
ანუ მარტივად გეტყვით რა სიტუაცია იყო: აი, როცა ქვეყანას მტერი შემოესევა და ომს გიწყებს შენსავე ტერიტორიაზე... თან ეს ომი წარმატებით მიმდინარეობს მოწინააღმდეგისთვის... მაგრამ სწორედ ასეთ დროს გამოჩნდება ხოლმე ამ ქვეყანაში ერთი პიროვნება, ან პიროვენბათა ჯგუფი, რომელიც თავგანწირვით გაუძღვება ქვეყნის სიყვარულით გულანთებულ რაინდებს ბრძოლაში და მათი სივაჟკაცით შემოსეულ მტერს კუდამოძუებულს გაუშვებენ უკან... ერთხელ ერთ სამხედრო ჟურნალში (მგონი „არსენალი" ასე ქვია ამ ჟურნალს) გადავაწყდი სტატიას, სადაც კარგად და გასაგებად იყო აღწერილი სამხედრო სტრატეგიები საომარი მოქმედებების დროს... მანდ გავიგე და გავიაზრე, რომ უკან დახევა სულაც არ ყოფილა დამარცხების ტოლფასი, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წინასწარ გაქვს ყველაფერი დაგეგმილი...
მიმაგრება: |