ნავიგაცია |
|
გამოკითხვა |
|
ჩათი |
|
ძიება საიტზე |
|
რეკლამა საიტზე |
| |
Ux TQveN GeNaCvALeT Raa :P
--------------------
― Real Madrid Fan
|
sagol magari statiaa )) auu ramagra gamixarda to milionis mogebac ar gamixardeba ase aeeeeeeeeeee
|
genacvale shvela, jigari xar, SAGOL...
magari vinerviule da bevri viyvire(vigine)... UDZLIERESI TAMASHI IYO!!! HALA MADRID!!!
--------------------
ROBERTO CARLOS
|
sagol shvela ra dzmao raaaaaaaaa
-------------------- F.C.B.=Fuck Club Barca!!! Let's FCB!!!
|
sagol!!!!! dzaan magari statiaa
|
კატეგორია: სიახლეები | მოინახულეს: 705 -ჯერ | კომენტარები (68)
|
აი , ეს იყო დღევანდელი დღე... აი, ასე გადავაგორეთ კიდევ ერთი ლა ლიგის ტური... აი, ასე მოხდა და დაიდგა კიდევ ერთი ლამაზი და მშვენიერი თეთრი სპექტაკლი...ეს იყო დღევანდელი დღის მოკლე ისტორია, ისტორია მეფისა, რომელიც თავდაპირველად დაეცა, მაგრამ მერე აღსდგა იმისთვის, რომ მტრებისთვის სამაგიერო მიეზღო და დაკარგული აენაზღაურებინა... ესაა ისტორია სამეფოსი, რომელიც რჩება ერთადერთ აუღებელ ციხესიმაგრედ კარსმომდგარი პირსისხლიანი მტრებისთვის... ისტორია ხალხზე, რომლებიც სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდნენ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ხმამაღლა და ყველას გასაგონად ეთქვათ და დაეყვირათ:
„ესაა „სანტიაგო ბერნაბეუ", სახელმწიფო, რომელსაც ერთი მეფე ყავს, მეფე, რომელიც დაეცა იმისთვის, რომ გაემარჯვა და დიდხანს ემეფა, ხოლო ამ მეფეს სახელად „მადრიდის რეალი" ქვია..."
ჰალა მადრიდ..!.. წინ მომავალი გამარჯვებებისკენ...!...
|
ასეა თუ ისე, არაფრის დიდებით არ გამოდიოდა მეტოქის საბოლოოდ განდევნა ჩვენი ტერიტორიიდან, მანამ სანამ საქმეში „დირიჟორი" არ ჩაერთო... ჩაერთო და თან როგორი ძალებით... ისე, როგორც ეს ნამდვილ დირიჟორებს ჩვევიათ , აი ისეთებს, რომლებიც თავიანთი ოსტატობით ნათელს ფენენ დამსწრე საზოგადოებას და ისინი სილამაზისა და სიმშვენიერის ღრმა მორევში გადაყავთ... სწორედ ასე იყო დღესა... დირიჟორმა თავისი მოქნილი მანერებითა და ხასიათით საბოლოო წერტილოვანი დარტყმა მიაყენა მეტოქე კლუბს, რის შედეგადაც ბოროტმა და ოკუპანტმა ძალებმა დატოვეს სახელიმწიფო ტერიტორია...
|
თითქოს ამას ელოდა, მადრიდული პუბლიკა გამოცოცხლდა, ხალხი აღსდა და უკევ უფრო ომახიანად უჭერდნენ მხარს საკუთარ შვილებს... დრო მოვიდა, რომ მომხდარიყო შემადგენლობის გადახალისება, მოედანზე გამოჩნდა დიდი ხნის უჩინარი გუტი ჰაზარდი და „დირიჟორი" რაფაელ ვან დერ ვაარტი... ახალი სახეები პირველივე წუთებიდანვე შეუდგნენ საკუთარი მოვალეობის შესრულებას... „დირიჟორის" პირველი ჩაწოდებული ბურთი კუთხურის ხაზიდან, რამოსის ჩვეული ბრწყინვალედ დახვედრებული თავი და ანგარიში გათანაბრდა... აქ კი ერთი უცნაური რამ მოხდა... ფეხბურთში ყველანაირი გოლის აღნიშვნა მინახია, მაგრამ რამოსი დღეს განსაკუთრებული იყო, ისევე , როგორც მთლიანად „მადრიდის რეალი"... რისი თქმა უნდოდა რამოსს ამ ჟესტით? ჯერჯერობით ეს უცნობია... იმედია, რომ მალე გავიგებთ...
|
სულ რაღაც 8 წუთი იყო გასული მას შემდეგ, რაც „სევილია" უკან დახევას შეუდგა, რომ „ბლანკოსებმა" კონტრშეტევა განახორციელეს (კონტრშეტევა არა საფეხბურთო გაგებით, არამედ სამხედრო , როცა მტერს მოულოდნელად ესმხები თავს.. საფეხბურთო გაგებით „რეალს" დღეს ნამდვილად არ უთამაშნია კონტრშეტევებზე).. მათ მტერს მტკივნეულ ადგილას დაარტყეს და ანგარიში მინიმუმამდე შეამცირეს, ამ სტრატეგიული შეტევის დამაგვირგვინებელი გახლდათ კრიშტიანო რონალდუ, რომელმაც მეტოქე კლუბის კარის ძელის მადრიდელთა მხრიდან რამდენიმე გზის ტანჯვა–წამების შემდეგ შეძლო ბურთის ბადეში მოთავსება, მაგრამ გასაგები მიზეზების გამო მანდ დიდხანს არ გაუჩერებია ბურთი...
|
რა შუაშია სამხედრო თემა? თავშია თავში.. „სევილია" დღეს გავდა დამპყრობელს, რომელიც შემოიჭრა ჩვენს სამფლობელოში „სანტიაგო ბერნაბეუზე" და 52 წუთის განმავლობაში თითქოსდა დააჩოქა ჩვენი სახელმწიფო... სიტყვა თითქოსდა იმიტომ ვიხმარე, რომ მათ ასე ეგონათ... სევილიელებმა ყველაფერი მოგვარებულად ჩათვალეს , მაგრამ სწორედ აქ დაუშვეს მათ დიდი შეცდომა... ცნობილი ფაქტია, რომ მანამ სანამ ბოლომდე არ დარწმუნდები შენს წარმატებაში, იქამდე ბრძოლა არ უნდა შეწყვიტო... „სევილია" კი სრულიად საპირისპიროდ მოიქცა და შედეგადაც ყველაფერი საპირისპირო მიიღო... მათ თითქოსდა ეზარებოდათ, მოედნის ნახევარი მთლიანად დათმეს „მადრიდის რეალს" და ამავდროულად ბურთის კონტროლის საშუალებაც მისცე მასპინძლებს, რაც თანამედროვე ფებხურთში ყოვლად დაუშვებელია...
ბევრი შეიძლება შემომედავოს, მაგრამ ფაქტია, რომ „სევილიას" უკან დახევის გეგმა, აშკარად არ ვარგოდა და გამოუსადეგარი იყო მოცემული სიტუაციისთვის... უკან დახევის მშვენიერი გეგმა ქონდა დღეს „ალმერიას", რომელმაც „ბარსელონასთან" კარგად დაგეგმილი სტრატეგიის წყალობით ფრეს გამოკრა ხელი, არადა რა
|
შეხვედრის მეორე ნახევარიც ისევე დაიწყო, როგორც პირველი, ანუ წარუმატებლად , იდგა 52–ე წუთი, როცა „სევილიამ" საჯარიმო დარტყმის უფლება მოიპოვა... ბურთთან დრაგუტინოვიჩი მივიდა და აშკარად ეტყობოდა, რომ სულაც არ აპირებდა კარში დარტყმას , პრინციპში მისი დარტყმული არც გავდა რამე მაგდაგვარს... მაგრამ ოი საოცრებავ , ჩაწოდებული ბურთი ისე, რომ არავინ შეხებია კარში წავიდა... აი, რას აკეთებდა კასილასი ამ დროს, ეს ნამდვილად საკითხავია... საკითხავია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ანალოგიურ სიტუაციაში ვალდესი, რომ ვალდესია (აი ის, ხო იცით მეტოქე ფებხურთელებისთვის, რომ უყვარს ბურთის გადაწოდება) არ შეცდებოდა, ჩვენი კასი კი მართლაც ბავშვივით დაიბნა და შედგეად მრგვალი ბურთი მადრიდელთა კარში აღმოჩნდა... ასეთი რამ ნაღდად არ ეკადრებოდა მეკარეს, რომელმაც იგივე „სევილიასთან" თამაშისას საოცარი ბურთი აიღო.. მაგრამ რას იზამთ.. ასეც ხდება... არის დრო, როცა ისეთი მაღალი კლასის მეკარეები, როგორიც კასილასია შეცდომებს უშვებენ და ამით აძლევენ საშუალებას ვიწრო (და არა დაბალი) კლასის მეკარეებს მათ მიერ დაშვებულ შეცდომებზე ილაპარაკონ...
|
მოკლედ, არ უნდა ეხლა ამას ბევრი ლაპარაკი (მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ სრულიადაც არ მხიბლავს იკერ კასილასზე აუგის თქმა), ასეა თუ ისე მე–2 სადაბადებისდღეო საჩუქარიც მივიღეთ „სევილიელთა" მხრიდან 52–ე წუთზე (ცოტა დააგვიანდათ, მაგრამ ეპატიებათ)... ეს იყო და ეს... ამის შემდეგ მოედანზე მხოლოდ ერთი კლუბი ბრწყინავდა და ეს ნამდვილად არ ყოფილა „სევილია". ეს იყო მეფე „მადრიდის რეალი"....
ანუ მარტივად გეტყვით რა სიტუაცია იყო: აი, როცა ქვეყანას მტერი შემოესევა და ომს გიწყებს შენსავე ტერიტორიაზე... თან ეს ომი წარმატებით მიმდინარეობს მოწინააღმდეგისთვის... მაგრამ სწორედ ასეთ დროს გამოჩნდება ხოლმე ამ ქვეყანაში ერთი პიროვნება, ან პიროვენბათა ჯგუფი, რომელიც თავგანწირვით გაუძღვება ქვეყნის სიყვარულით გულანთებულ რაინდებს ბრძოლაში და მათი სივაჟკაცით შემოსეულ მტერს კუდამოძუებულს გაუშვებენ უკან... ერთხელ ერთ სამხედრო ჟურნალში (მგონი „არსენალი" ასე ქვია ამ ჟურნალს) გადავაწყდი სტატიას, სადაც კარგად და გასაგებად იყო აღწერილი სამხედრო სტრატეგიები საომარი მოქმედებების დროს... მანდ გავიგე და გავიაზრე, რომ უკან დახევა სულაც არ ყოფილა დამარცხების ტოლფასი, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წინასწარ გაქვს ყველაფერი დაგეგმილი...
|
დღეს თამაში ჩვენთვის არც თუ ისე დამაჯერებლად და სასიამოვნოდ დაიწყო... ალონსომ , თითქოსდა ძალიან უნდოდა მისი თანამემამულის პუიოლის მიბაძვა , ისე გაიტანა ბურთი საკუთარ კარში, რომ ნერვიც არ ატოკებია... ალონსოა და ეპატიება , გაიფიქრა ალბათ ბევრმა თქვენგანმა.. ბევრმა შეიძლება , ისევე როგორც მე , კარგად მივიკითხ–მოვიკითხე მისი სანათესაო... მაგრამ ასეა თუ ისეა ბურთი კასილასის კარში აღმოჩნდა და მოწინააღმდეგე ბოტ–ბოტა ნაბიჯებით წინ გავიდა...მასპინძლები აშკარად არ ელოდნენ ასეთ სტარტს და დაიწყეს გოლის გატანაზე ზრუნვა, მაგრამ პირველი 45 წუთის განმავლობაში ვერაფერი ვერ დააკლეს პალოპის კარს.. სამაგიეროდ მადრიდელებმა ამ 45 წუთში ორი ყვითელი აიკიდეს (კიდე ერთხელ ბოდიში ჟარგონისთვის), თავი არბელოამ და გარაიმ „გამოიჩინეს"...
|
„სანტიაგო ბერნაბეუ" ადგილი, სადაც ვიხილეთ სანახაობრივი სპექტაკლი ძირითადად „მადრიდის რეალის" ხელმძღვანელობით... დღეს მოხდა ის, რასაც დიდი ხანია ველოდით , პირველი ადგილი სატურნირო ცხრილში, ვერავინ ვერ იტყვის, რომ ეს დაუმსახურებელი პირველი ადგილია, იმიტომ რომ ამის მოსაპოვებლად კლუბმა ბევრ გამოცდას გაუძლო, ბევრი რამ გადაიტანა (ეს იქნებოდა მწარე კრიტიკა, თუ სხვა რამე ), მაგრამ მიუხედავად ამისა გამოავლინე თავის სულიერი და მორალური სიძლიერე და აღმოჩნდა იმ ადგილზე, რომლისკენაც ასე მონდომებით ილტვოდა...
|
პირველი კითხვა , რომელიც ალბათ თითოეულ თქვენგანს დაებადება ამ სტატიის ნახვისას არის ის, თუ რა შუაშია აქ მეფე და მეფობა... ამაზე პასუხს იმედია ჩემი სტატიის წაკითხვისას გაიგებთ... დიახ, მეგობრებო , „სანტიაგო ბერნაბეუ" არის სტადიონი, ერთგავრი სახელწიფო, სადაც მხოლოდ ერთი მეფე არსებობს, ესაა სახელმწიფო თავისი მოქალაქეებით (იგულისხმება გულშემატკივრები), რომელიც ვერ იტანს ორ,სამ და ა.შ. მეფობიანობას... ესაა ადგილი, რომელსაც ერთი პატრონი ყავს და რომელიც ძნელად თუ შეეგუება სხვა ახალი მბრძანებლის გამოჩენას...
|
მოკლედ, ეხლა რა ხდება... ისე ვარ აჟიტირებული დღევანდელი ნანახი თამაშით, რომ არ ვიცი როგორ გამეძლო და შემეკავებინა თავი აქ რამე სტატიის არ დადებისაგან... მინდა რამდენიმე სიტყვით გამოვხატო ჩემი ემოციები დღევანდელ გამარჯვებასთან დაკავშირებით...
|
REALIS HIMNI De las glorias deportivas que campean por Espaсa va
el Madrid con su bandera limpia y blanca que no empaсa. Club castizo y generoso,
todo nervio y corazуn, veteranos y noveles, veteranos y noveles, miran siempre
tus laureles con respeto y emociуn. ЎHala Madrid!, ЎHala Madrid! Noble y bйlico
adalid, caballero del honor.ЎHala Madrid!, ЎHala Madrid! A triunfar en buena
lid, defendiendo tu color ЎHala Madrid!, Hala Madrid!, Hala Madrid! Enemigo en
la contienda, cuando pierde da la mano sin envidias ni rencores, como bueno y
fiel hermano. Los domingos por la tarde, caminando a Chamartнn, las mocitas
madrileсas, las mocitas madrileсas van alegres y risueсas porque hoy juega su
Madrid ЎHala Madrid!, ЎHala Madrid! Noble y bйlico adalid, caballero del honor.
ЎHala Madrid!, ЎHala Madrid! A triunfar en buena lid, defendiendo tu color ЎHala
Madrid!, ЎHala Madrid!, ЎHala Madrid DOWNLOAD
|
მადრიდის ”რეალის” მარჯვენა მცველმა სერხიო რამოსმა და ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა ვან დერ ვაარტმა დღეს შეძლეს ”სევილიას” კარის აღება, რაც საბოლოოდ გახდა იმის მიზეზი, რომ სამეფო კლუბმა ზედიზედ მე-13 მატჩი მოიგო ”სანტიაგო ბერნაბეუზე” და პრიმერას ლიდერადაც მოგვევლინა.
|
გუტი და ხაბი ალონსო აღფრთოვანებულები იყვნენ დღევანდელი გამარჯვებით.
|
27 თებერვალს ჩილეში მომხდარ ტრაგედიას 450 ადამიანი ემსხვერპლა, რაც უყურადღებოთ არ დატოვეს, როგორ მადრიდის ”რეალის”, ასევე ”სევილიას” ფეხბურთელებმა და ჯერ ჩილეს ეროვნული დროშა გაშალეს სანტიაგო ბერნაბეუს სტადიონზე, ხოლო შემდგომ კი უკვე სამხრეთ ამერიკაში დაღუპულ ხალხს წუთიერი
|
დღევანდელი მატჩი "სევილიას" წინააღმდეგ, რაულისთვის მნიშვნელოვანი იყო
|
”სევილიას” მთავარი მწვრთნელი მანოლო ხიმენესი გულგატეხილია სამეფო კლუბისაგან განცდილი მარცხის გამო, მაგრამ მას ამის ნამდვილად არ რცხვენია.
|
მანუელ პელეგრინი "სევილიასთან" მატჩის შემდეგ ბედნიერია. მას მიზეზიც აქვს, არაჩვეულებრივი 3-2.
|
მადრიდის ”რეალის” მეტოქემ უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაზე, ფრანგულმა ”ლიონმა” გამარჯვებების სერია შაბათს საღამოს შეწყვიტა, როდესაც ლიონელებმა გასვლით მატჩში ”ბულონთან” ნულოვანი ფრე დაასრულეს.
|
მადრიდის "რეალმა" ლა ლიგის 25–ე ტურის მატჩში საკუთარ მოედანზე "სევილიას" უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა. თავდაპირველად სტუმრები იგებდნენ 0:2–ს, მაგრამ "თეთრებმა" ჯერ ანგარიშის გათანაბრება, შემდეგ კი გამარჯვებაც მოახერხეს. მე–60 და 64–ე წუთებზე გოლები კრიშტიანუ რონალდუმ და სერხიო რამოსმა გაიტანეს, რის შემდეგაც ანგარიში 2:2 გახდა. მსაჯის მიერ დამატებულ მე–2 წუთზე კი რაფაელ ვან დერ ვაარტმა მოახერხა გამარჯვების გოლის გატანა. ამ მატჩის შემდეგ "რეალი" "ბარსას" ქულებით დაეწია და მეტი გატანილი გოლების გამო გალიდერდა კიდეც.
| |
|
პროფილი |
|
შენი ლინკი აქ !!! |
|
რეკლამა საიტზე |
|
|