მადრიდის "რეალმა" ლა ლიგის 25–ე ტურის მატჩში საკუთარ მოედანზე "სევილიას" უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა. თავდაპირველად სტუმრები იგებდნენ 0:2–ს, მაგრამ "თეთრებმა" ჯერ ანგარიშის გათანაბრება, შემდეგ კი გამარჯვებაც მოახერხეს. მე–60 და 64–ე წუთებზე გოლები კრიშტიანუ რონალდუმ და სერხიო რამოსმა გაიტანეს, რის შემდეგაც ანგარიში 2:2 გახდა. მსაჯის მიერ დამატებულ მე–2 წუთზე კი რაფაელ ვან დერ ვაარტმა მოახერხა გამარჯვების გოლის გატანა. ამ მატჩის შემდეგ "რეალი" "ბარსას" ქულებით დაეწია და მეტი გატანილი გოლების გამო გალიდერდა კიდეც.
მიმაგრება: |