დღეს თამაში ჩვენთვის არც თუ ისე დამაჯერებლად და სასიამოვნოდ დაიწყო... ალონსომ , თითქოსდა ძალიან უნდოდა მისი თანამემამულის პუიოლის მიბაძვა , ისე გაიტანა ბურთი საკუთარ კარში, რომ ნერვიც არ ატოკებია... ალონსოა და ეპატიება , გაიფიქრა ალბათ ბევრმა თქვენგანმა.. ბევრმა შეიძლება , ისევე როგორც მე , კარგად მივიკითხ–მოვიკითხე მისი სანათესაო... მაგრამ ასეა თუ ისეა ბურთი კასილასის კარში აღმოჩნდა და მოწინააღმდეგე ბოტ–ბოტა ნაბიჯებით წინ გავიდა...მასპინძლები აშკარად არ ელოდნენ ასეთ სტარტს და დაიწყეს გოლის გატანაზე ზრუნვა, მაგრამ პირველი 45 წუთის განმავლობაში ვერაფერი ვერ დააკლეს პალოპის კარს.. სამაგიეროდ მადრიდელებმა ამ 45 წუთში ორი ყვითელი აიკიდეს (კიდე ერთხელ ბოდიში ჟარგონისთვის), თავი არბელოამ და გარაიმ „გამოიჩინეს"...
მიმაგრება: |